ავტოსესხი – როგორც დაფინანსების საშუალება

გსურთ შეიძინოთ ახალი ან მეორადი ავტომობილი, ან გსურთ თქვენი ავტოგანვადების რეფინანსირება მოახდინოთ? ჩვენ გირჩევთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური ავტოსესხი.

თქვენ აფასებთ ავტომანქანას მაშინ როდესაც თქვენ არ გყავთ ის. მიუხედავად იმისა, თქვენ ეძებთ მანქანა მხოლოდ ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილების მიზნით, ან როგორც სატრანსპორტო საშუალება თქვენი მზარდი ოჯახისათვის, ავტოსესხი მოგცემთ თქვენ საშუალებას შეიძინოთ სასურველი ავტომანქანა. ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დაფინანსების წყაროს გამონახვა, ჩვენ სწორედ გვსურს უფრო მეტად გაგაცნოთ ავტოსესხის შესახებ.

როგორ შეიძლება შეადაროთ სხვადასხვა ავტოსესხის პირობები? რას უნდა მიაქციოთ ძირითადი ყურადღება? ჩვენ წარმოგიდგენთ ხშირად დასმულ შეკითხვებს, რაც დაგეხმარებათ აირჩიოთ ის ავტოსესხი, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

რა არის ავტოსესხი?

თუ გსურთ შეიძინოთ ახალი ან მეორადი მანქანა, ავტოსესხი გაძლევთ გზას განახორციელოთ შენაძენი. საკრედიტო ორგანიზაცია გაძლევთ შესაბამის თანხას ავტმონაქანის შესაძენად, ხოლო თქვენ აბრუნებთ სესხს წინსწარ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით. თქვენი გადასახადი მოიცავს სესხის ძირითად თანხას დამატებული სესხით სარგებლობის განაკვეთი.

რა სახის ავტოსესხები არსებობს?

ახალი მანქანის შეძენის სესხი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ წინასწარი თანხმობა სესხის თაობაზე მანამ სანამ დაიწყებთ ავტომანქანის ძიებას.

მეორადი მანქანის შეძენის სესხი. თუ თქვენ გეგმავთ შეიძინოთ მეორადი მანქანა, ჯერ თქვენ უნდა იპოვოთ მანქანა, შემდეგ კი მიმართოთ საკრედიტო ორგანიზაციას. ასევე უნდა წარადგინოთ ავტომობილის მოდელი, გამოშვების თარიღი და VIN კოდი.

მიმდინარე ავტოსესხის რეფინანსირება. თუ თქვენ უკვე გაგაჩნიათ ავტოსესხი, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი ავტოსესხის განაცხადი, გადაფაროთ მიმდინარე დავალიანება და შეამციროთ საორცენტო განაკვეთის თანხა. შეადარეთ სხვადასხვა ვარიანტები და აირჩიეთ ის რომელიც გაძლევთ ფულის დაზოგვის საშუალებას.